“უფალი მამზადებს სამოთხის კარის გაღებისთვის და მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი ვარ რადგან..”

“უფალი მამზადებს სამოთხის კარის გაღებისთვის და მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი ვარ რადგან..”

გიორგი გილიგაშვილი იუბილარია. მას 34 წელი შეუსრულდა. განწყობაზე და გეგმებზე მსახიობი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.


გიორგი გილიგაშვილი: ლეგენდარული განწყობა მაქვს. იმიტომ არა, რომ ოქროს ტახტრევანზე ვარ დაბრძანებული, ხელში სკიპტრა მიპყრია და თავზე გვირგვინი, ეს განწყობა თავად მოვიდა ჩემთან.


33 წლის შემდეგ, ქრისტეს ასაკის შემდეგ ციფრით სამიანი და ოთხიანი თითქოს, უფალი სამოთხის კარის გაღებისთვის მამზადებს. თითქოს, სამოთხის კარიბჭე იღება, განსაცდელების განცდის შემდეგ, როდესაც ღვთის სიყვარულით და თავმდაბლობით ადამიანი დაითმენს ამა თუ იმ განსაცდელს და არ შეუშინდება, უფალი მას კიდევ უფრო მეტს აძლევს. ოღონდ, ვისაც მეტი მიეცემა, მას მეტიც მოეთხოვება.

არავინ არავისზე მეტი, მაგრამ არც არავინ არავისზე ნაკლები – ღვთის წინაშე ეს არის თანასწორობის ყველაზე ლაღი და საოცარი განსაზღვრება, რომ ყველანი თანასწორნი ვართ და არ არსებობს ვინმე წარჩინებული და ვინმე წარუჩინებელი. თუ გსურს მეფობა, მთელი ცხოვრება მსახურებაში უნდა იყო. მსახურებით დაიმკვიდრებ მეფობას, ანუ სასუფეველს.

მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ქრისტიანად, ქართული გენეტიკით, ამ საოცარ, ღვთისნაკურთხ მხარეში, დედამიწის გულად რომ მიმიჩნევია ჩემი ლამაზი სამშობლო კავკასიის ქედის გადასახედიდან, აქ დამბადა და ეს წამიერი წუთისოფელი მიწევს გავატარო ამ საოცარ ადამიანებში, რომელთა სიყვარული დაცხრომის საშუალებას არ მაძლევს, რომელთა ლოცვა იმდენად მახარებს და მაძლიერებს, რომ უკვე იმდენად ყეყეჩი და უტიფარი გავხდი-თქო, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ისე გადავდივარ გზად, რომ აღარც ვიყურები აქეთ-იქით, მჯერა, რომ მანქანა არ გამიტანს და არ გამისტუმრებს.


სტატია სრულად https://primetime.ge/news/sazogadoeb/exclusive-tsifrit-samiani-da-otkhiani-ufali-samotkhis-karis-gaghebistvis-mamzadebs-ra-gaumkhila-iubilarma-giorgi-giligashvilma-praimtaims

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *