“ვიფიქრე რომ ერთი წლით ტაიმაუტი..” – ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

“ვიფიქრე რომ ერთი წლით ტაიმაუტი..” – ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მაყურებლის კითხვებს Facebook Live-ში უპასუხა, მათ შორის ერთ-ერთი კითხვა იყო მის მიზანდასახულობაზე.

“რაც შეეხება მიზანდასახულობას, ერთი ფიქრი ვიფიქრე, რომ ხომ არ ავიღო ერთ წლიანი ტაიმ-აუტი და დავისვენო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამის დრო არ არის. ამის დრო არ არის, იმიტომ, რომ მიშა და ნიკა ციხეში არიან. სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება ტაიმ-აუტებზე უარს ვამბობ. ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება და ყველაფერი კარგად რომ იქნება, მერე ავიღებ ტაიმაუტს და დავისვენებ”, – თქვა ნანუკამ და საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

“ჯანმრთელობით კარად ვარ, მე გვიან ვთქვი რომ კოვიდი მაქვს. როცა ვთქვი უკვე გამოჯანმრთელებული ვიყავი. ნორმალურად გავიარე. პოსტკოვიდს ვაკვირდები ახლა, ყველას ვეკითხები. სხვათა შორის ძალიან ცუდია, არავის არ ჰკითხოთ, ვინც რა მითხრა ეს მჭირდაო, მე მგონი ერთ დღეს ყველაფერი დამემართა, ფსიქოლოგიური განწყობით. ამიტომ გირჩევთ არავის ჰკითხოთ, პოსტკოვიდი როგორი იყო, მერე ჩვენი ფსიქიკა ისე გვაპროგრამებს, ყველაფერი გვემართება მგონია, ერთადერთი თმის ცვენა დამეწყო არაბუნებრივი, მაგრამ სხვა ყველაფერთან შედარებით, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა”, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *