“ავარიამ დაანგრია ჩემი ცხოვრება – რეანიმაციიდან გამოწერის შემდეგ მიმატოვეს შეყვარებულმა და მეგობარმა…” – წამებში შეცვლილი ქართველი გოგონას ცხოვრება

“ავარიამ დაანგრია ჩემი ცხოვრება – რეანიმაციიდან გამოწერის შემდეგ მიმატოვეს შეყვარებულმა და მეგობარმა…” – წამებში შეცვლილი ქართველი გოგონას ცხოვრება

ამონარიდი Ambebi.ge-ს ინტერვიუდან, რომელიც მარიამ ტატანაშვილთან ჩაწერეს :

სი­ცო­ცხლით სავ­სე გო­გო­ნა მა­რი­ამ ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი 2021 წელს მე­გობ­რებ­თან და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. მრა­ვალ­მხრი­ვი ტრავ­მის გამო მის გა­დარ­ჩე­ნას არა­ვინ ელო­და, მაგ­რამ მოხ­და სას­წა­უ­ლი და მა­რი­ა­მი გა­დარ­ჩა. უკვე 11 ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და კი­დევ რამ­დე­ნი­მეა სა­ჭი­რო, რომ გო­გო­ნამ ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნოს: “რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­და, არის ის, რომ გა­ვი­გო, რა­ტომ მი­მა­ტო­ვა შეყ­ვა­რე­ბულ­მა და რას ფიქ­რობს ჩემ­ზე. მინ­და და­ვუბ­რუნ­დე ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას, ისევ შევ­ძლო ხატ­ვა, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, ცურ­ვა, ცეკ­ვა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა. აქამ­დე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და, ახლა კი გა­ლი­ა­ში გა­მო­კე­ტილ ჩიტს და­ვემ­სგავ­სე, რო­მელ­საც გუ­ლით სწა­დია ისევ იფ­რი­ნოს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია… მე­გობ­რე­ბო, თქვე­ნი იმე­დი მაქვს და მად­ლო­ბას გიხ­დით ყვე­ლას მხარ­ში დგო­მის­თვის…

– და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში. და­ვამ­თავ­რე 31-ე სკო­ლა. ვიდ­რე ავა­რი­ა­ში მოვ­ყვე­ბო­დით, ვცხოვ­რობ­დი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გოს ცხოვ­რე­ბით, არც მდი­და­რი ვყო­ფილ­ვარ, არც ღა­რი­ბი, მაგ­რამ თით­ქოს არც არა­ფე­რი მაკ­ლდა. ბევ­რი მი­ზა­ნი მქონ­და და­სა­ხუ­ლი და ოც­ნე­ბე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვიბ­რძო­დი. 2 წელი ვსწავ­ლობ­დი ფო­ტოგ­რა­ფი­ას და ძა­ლი­ან მინ­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტოგ­რა­ფი გავ­ხდე. მომ­წონს ფო­ტო­მო­დე­ლო­ბაც. ასე­ვე, 4 წელი ვცეკ­ვავ­დი “ერი­სი­ონ­ში”, 7 თვე დავ­დი­ო­დი სა­მე­ჯლი­სო­ზე და 7 თვე – სა­მო­დე­ლო სტუ­დი­ა­ში, 9 თვე – ჰიპ-ჰოპ­ზეც. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მიყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბა. ხში­რად, როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი, ვხა­ტავ­დი ან ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დი. ეს ჩემ­თვის ერ­თგვა­რი თე­რა­პია იყო, მაგ­რამ ამ ავა­რი­ამ სრუ­ლი­ად შე­მი­ზღუ­და ცხოვ­რე­ბა, ვე­ღარც ვხა­ტავ, ვე­ღარც ფო­ტო­ებს ვი­ღებ და ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ, რისი კე­თე­ბაც სუ­ლით და გუ­ლით მიყ­ვარს…

– ახლა რა არის შენი ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა?

– ჩემი ოც­ნე­ბაა, ისევ და­ვი­ნა­ხო სამ­ყა­რო და ადა­მი­ა­ნე­ბი იმ ფე­რებ­ში, რო­გორ­შიც ვხე­დავ­დი… ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი 2021 წლის 15 იან­ვარს. იმ დღემ და­ან­გრია ჩემი ცხოვ­რე­ბა. ამ ტრა­გე­დი­ის დროს შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ჩემ­თან ერ­თად იყო, რო­მელ­მაც რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ მა­ლე­ვე მი­მა­ტო­ვა. სა­ჭეს­თან ჩემი დიდი ხნის მე­გო­ბა­რი იჯდა, რო­მელ­მაც ერთხე­ლაც არ მო­მი­კი­თხა. მისი მშობ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფოს კარ­თან იქამ­დე იდ­გნენ, სა­ნამ არ დარ­წმუნ­დნენ, რომ არ მოვ­კვდე­ბო­დი და მათი შვი­ლი ცი­ხე­ში არ წა­ვი­დო­და… ავა­რი­ის მო­მენ­ტე­ბი სიზ­მა­რი­ვით მახ­სოვს.

– რო­გორც ვიცი, უკვე რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­გი­ტარ­და…

– დიახ, უკვე გა­ვი­კე­თე 11 ოპე­რა­ცია და კი­დევ რამ­დე­ნი­მეა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი… მქონ­და ყბა-სა­ხის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, ჩე­მი­ვე ძვლე­ბი თვა­ლებ­ში მქონ­და შერ­ჭო­ბი­ლი. ცალი თვა­ლი სა­ერ­თოდ აღარ მაქვს, მხო­ლოდ დიდ სი­ნათ­ლე­ებს ვხე­დავ. ფილ­ტვე­ბი დათ­რომ­ბი­ლი მქონ­და. დავ­კარ­გე მარ­ცხე­ნა ხე­ლის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თითი და მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ხუ­თი­ვე თითი. ასე­ვე მი­ვი­ღე მარ­ცხე­ნა ფე­ხის წვი­ვის სა­მი­ვე ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა… მოკ­ლედ, ექი­მებს ჩემი გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი არ ჰქონ­დათ, თუმ­ცა, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, გა­დავ­რჩი…

ავა­რი­ა­ში რომ მოვ­ყე­ვი, 18 წლის ვი­ყა­ვი და ჩემს მე­ცხრა­მე­ტე და­ბა­დე­ბის დღეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შევ­ხვდი… რო­დე­საც გა­ვიღ­ვი­ძე, მი­ამ­ბეს, რომ ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბი ტორ­ტი­თა და ბუშ­ტე­ბით მო­სუ­ლან სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან…გაგრძელება

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *