“ეზოში თამაშობდნენ… ბიძამ ნახა გარდაცვლილი, ატყდა ყვირილი და ერთ–ერთი ჩემი ბიჭიც შევიდა” – რა გახდა 25 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი ?

“ეზოში თამაშობდნენ… ბიძამ ნახა გარდაცვლილი, ატყდა ყვირილი და ერთ–ერთი ჩემი ბიჭიც შევიდა” – რა გახდა 25 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი ?

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სმადაში 25 წლის ბიჭი, საკუთარი სახლის ეზოში, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, უცნობია. შსს-მ კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გამოცემა მეზობელზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილი პირველად საკუთარმა ბიძამ ნახა.

“არ ვიცით რა მოხდა, საღამოს აგერ, „ბირჟაზე“ იყო ბიჭებთან გამოსული, ერთობოდნენ, ხან დომინო ითამაშეს, ხან ნარდი. მშვიდად წავიდა, დაწვა დაიძინა. შემდეგ ბიძამ ნახა გარდაცვლილი, ატყდა ყვირილი და ერთ–ერთი ჩემი ბიჭიც შევიდა”, – უთხრა მეზობელმა გამოცემას.

მათივე თქმით პოლიციამ ოჯახიდან გარდაცვლილის პირადი ტექნიკა წაიღო. სასამართლო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის თქმით, ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *