ხევსურეთში დატრიალებული ტრაგედიიდან 12 წელი გავიდა – ნახეთ რა სულისშემძვრელ კომენტარს აკეთებს გელა დაიაური

ხევსურეთში დატრიალებული ტრაგედიიდან 12 წელი გავიდა – ნახეთ რა სულისშემძვრელ კომენტარს აკეთებს გელა დაიაური

„ამ რიცხვს და თვეს ამოვჭრიდი კალენდრიდან“, – წერს გელა დაიაური ფეისბუკზე. თორმეტი წელია, ხევსური პოეტის ცხოვრებაში, 22 ივლისი უბედურ დღესთან ასოცირდება.

2010 წლის 22 ივლისს, ხევსურული დღესასწაულიდან – ათანგენობიდან მომავალი ორი ოჯახი, სოფელ მუცოსთან ავტოავარიის შედეგად მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა. მდინარეში დაიხრჩვნენ გელა დაიაურის ცოლ-შვილი – თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე, თეონას და – ნათია, ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად.

გელა დაიაური: – საბარგულში ვიჯექი, როდესაც ჩვენი მანქანა მდინარეში გადავარდა. მერე ჩემთან წყალი რომ შემოვიდა, ფეხი გაჭედილი მქონდა და ხელებზე ვიწეოდი, რომ წყლიდან თავი ზემოთ ამეწია და მესუნთქა… ჰაერი იყო დარჩენილი. მეც მკვდარი ვეგონე ყველას. სანამ სხვები ამოიყვანეს წყლიდან, დრო გავიდა. მე ბოლოს, ერთი საათით გვიან მიპოვეს. რომ მეგონა ხუთი წუთი იყო გასული, თურმე საათი ვყოფილვარ მდინარეში. ეტყობა, წყალი მთიშავდა და გონებას ვკარგავდი. მერე ამოყვანის მომენტი თითქოს მახსოვს. მერე ისევ აღარ მახსოვს არაფერი.

არავინ თქვას, დრო მკურნალიაო. ადამიანი ტკივილს ეჩვევი და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას იწყებ. ვიცი, რომ ამ ტკივილთან ერთად უნდა ვიცხოვრო და მორჩა! ამას შეგუებული ვარ…

აი, რას წერდა შარშან ამ დღეს ფეისბუკზე გელა.

„ხო, თეო… უნდა ამოვიდე დღეს… უნდა ამოვიდე, რადგან თქვენი მარადიულ სამყოფელში გასვლის დღეა… უნდა ამოვიდე და კიდევ ერთხელ გინატროთ, კიდევ ერთხელ ჩავიწყვიტო გული და ნერვი, კიდევ ერთხელ ვიგრძნო ჩემი სიმცირე თქვენი არყოფნის გამო!!! გაცხოვნოთ უფალმა, ჩემი სიცოცხლის თანამგზავრებო!!!” – გელა დაიაური.

წყარო : Primetime.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.