“ბავშვები მარტო არ ყოფილან, მეც იქ ვიყავი..” – რას ამბობს იუბილარის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას ?

“ბავშვები მარტო არ ყოფილან, მეც იქ ვიყავი..” – რას ამბობს იუბილარის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას ?

ცხვარიჭამიაში  20 წლის ბიჭის მირიან კუკავას  მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 7 პირი უკვე დააკავა. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ შვიდი პირი ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

მირიან კუკავა ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად იყო გასული. ახალგაზრდები ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სწორედ დაბადების დღის სუფრაზე მოხდა დაპირისპირება, რამაც, საბოლოოდ, სტუდენტის სიცოცხლე შეიწირა. ის ცივი იარაღით მოკლეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდები მარტო არ იმყოფებოდნენ.

„კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ბავშვები იქ მარტო არ ყოფილან. მეც იქ ვიმყოფებოდი. რა მოხდა არ ვიცი, კომენტარს ვერ გავაკეთებ.

რადგან მე თვითონ არ ვიცი. გამოძახება მიმდინარეობს, გამოძახებული იყო 112, მოვიდნენ დროულად, პოლიცია ძალიან კარგად მუშაობს, დაველოდოთ გამოძიებას.

მკვლელი აუცილებლად დაისჯება და აუცილებლად იპოვიან“. – განაცხადა იუბილარის დედამ ჟურნალისტებთან კარს მიღმა საუბრისას.

მისივე თქმით, გამოკითხვაზე  უკვე იმყოფებოდა.

წყარო : “ფორტუნა”

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.