“სოფოს ჩააკვდა ხელებში მირიანი და… მინდა ყველამ სიმართლე იცოდეთ…რა მოხდა რეალურად დაბადების დღეზე?”

“სოფოს ჩააკვდა ხელებში მირიანი და… მინდა ყველამ სიმართლე იცოდეთ…რა მოხდა რეალურად დაბადების დღეზე?”

სალომე ჩადუნელი ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით საჯარო მიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს ტელევიზიებსა და მედიასაშუალებებს შეცდომაში ნუ შეჰყავთ ხალხი, რადგან ახლა ის ოჯახი, ვის დაბადების დღეზეც მკვლელობა მოხდა დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა.

“კლავიატურის მონები!!! თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება ახლა ჩვენი დის სოფო ჩოხელის თავს, მხოლოდ საშინელებათა ფილმში რომ მოხდება აი ის..
მინდა საჯაროდ ყველამ რეალობა იცოდეთ და გაიგოთ… ცხავრიაჭამიაში მომხდარი მკვლელობა მოხდა ჩვენი ოჯახის წევრის, ჩვენი სოფო ჩოხელის ოჯახში, მისი შვილის ქეთათოს დაბადების დღეზე… რატომ ვაკონკრეტებ ოჯახს, სახლს, იმიტომ რომ

ჩვენმა სანაქებო ტელევიზიებმა არაერთხელ გააჟღერეს, რომ სახლი იყო ნაქირავები და ბავშვები იყვნენ უყურადღებოდ და ისე აღნიშნავდნენ დაბადების დღეს, მეტი რა უნდა ჩვენ საზოგადოებას ლანძღვის და გინების გარდა არაფერი არ ვიცით..

სახლი არის სოფოსი და უყურადღებოდ ერთი წამი არ ყოფილა არავინ, პირადად სოფოს ჩააკვდა ხელში ეს საცოდავი ბავშვი და პირადად სოფო იყო პირველი ვინც 112 ში დარეკა, რომ დაინახა დაძაბულობა… რატომ ვწერ ამ ყველაფერს და თავები რომ მოგაქვთ და მაგრები გგონიათ…

პირველ რიგში საკუთარი შვილები აღაზრდეთ ისე, რომ ქცევის წესები ასწავლოთ, პირველ რიგში ასწავლეთ ადამიანების სიყვარული და არა სიძულვილი, პირველ რიგში ასწავლეთ ის რომ ოჯახში სადაც არ უნდა იყო არანაირი უფლება არ გაქვს საშინელება ჩაიდინო, გაანადგურო ყველა… დავფიქრდეთ ერთი წამით და ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ, როგორ ვართ ეხლა ჩვენ და რას ვგრძნობთ ჩვენ ყველა….

ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი ვნახე და ღმერთმა დაგიფაროთ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეთ… თქვენ ყველამ თქვენ შვილებს მიხედეთ და ასწავლეთ ქცევის წესები.. უფროსთან დამოკიდებულება და ოჯახში როცა ხარ სტუმრად არანაირი უფლება არ გაქვს თავხედურად მოქცევის….. ზუსტადაც რომ თავხედურად გაზრდილი შვილები კლავენ უდანაშაულო ადამიანებს… მოთმინების ნატამალი რომ არ გააჩნიათ და ერთი თვალის დახამხამებით შეუძლია გაგანადგუროს….

მოთმინება და სიყვარული ასწავლეთ შვილებს.კაცობაა ასწავლეთ კაცობაა…. დღეს ჩვენ ყველა მოგვკვლეს და გაგვანადგურეს… აი გამწარება იცით რა არის, დაჩოქილი ღმერთს რომ ევედრები, რომ შენ მომკვდარიყავი ოღონდ ეს ახალგაზრდა არაა, აი ასეთ მდგომარეობაში იყო ჩემი სოფო.. დარწმუნებული ვარ დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს… ვუსამძიმრებ სულით და გულით გარდაცვლილის ოჯახს… ჩვენ ყველა მეგობრები, ოჯახის წევრები ყველა იქ ვინც ვიყავით, მკვდრები ვართ…”

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.