„დღეს, გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი შვეულფრენის პილოტი, ზაზა ლორიაა. ის 35 წელი იყო პილოტი და უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს.
დიდება გმირებს“. – წერს სოციალურ ქსელში გვერდი – „სამხედრო ძალა“
შეგახსენებთ, რომ დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა.
სამაშველო ჯგუფი დაშავებულების საძებნელად წავიდა, თუმცა, სამაშველო ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით რვავე ადამიანი დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.

Post Views: 2,408