გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის დროს 2 მაშველი დაიღუპა.
კახა ტორჩინავასა და გიორგი მარგიანს მეგობრები სიყვარულით იხსენებენ. „საუკეთესო მაშველები და ვაჟკაცობის ეტალონები იყვნენ. ვამაყობ ძმებო თქვენს გვერდით ნამუშევარი ყოველი წუთით“. – წერენ სოციალურ ქსელში.
გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას ასევე ორი ექიმი ემსხვერპლა – ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი.
ტრაგედიისას დაღუპული ერთ-ერთი მედიკოსის, ქეთი გულაგაშვილის შესახებ მოქალაქე გიორგი აფციაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,ჩვენო ღიმილიანო, როგორ ვლოცულობდი თითოეული თქვენგანის გადარჩენაზე და თურმე უშედეგოდ, ვინ იცის, როგორ შეგეშინდა…
როგორ სასტიკად მოგექცა განგება, ღმერთო, კიდე არ მჯერა, რომ იმ წყეულ ხევში დასრულდა შენი ხალისიანი სიცოცხლე.
მადლობა, შენი გმირობისთვის”


Post Views: 1,179