ხულოს მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი 26 წლის რობინზონ ხოზრევანიძეა.
გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილი ხევში გადავარდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ისინი სხვადასხვა ტრამვით სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის გამომწვევი მიზეზი.
Post Views: 1,230