პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუდაურში დაღუპულების ოჯახებს 100 000 ლარს გადასცემენ. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისუაბრა და გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
“ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან გული დაგვწყვიტა ამ ტრაგედიამ და მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თითოეულ ოჯახს გამოუყოფს სამინისტრო 100 000 ლარს, ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ექიმებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს”, – თქვა ღარიბაშვილმა.
Post Views: 965