”უკვე ვენახიც გააშენა…” – ჩცდ-ს მსახიობი კორპუსის ბინაში ჯდომის ნაცვლად აგარაკზე გადასახლდა

”უკვე ვენახიც გააშენა…” – ჩცდ-ს მსახიობი კორპუსის ბინაში ჯდომის ნაცვლად აგარაკზე გადასახლდა

მაკა ძა­გა­ნია საქართველოში ცნობილი მსახიობია. ის ჩცდ-ში იღებდა მონაწილეობას. პანდემიის დროს მაკამ კორპუსის ბინაში ჯდომას აგარაკზე წასვლა ამჯობინა. მალევე კი მიწათმოქმედებაც სცადა. ახლა როგორც ცნობილია, მსახიობს საკუთარი ბოსტანიც აქვს და კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი თავად მოჰყავს.

მსახიობმა ცოტახნის წინ ვენახის გაშენებაც გადაწყვიტა.

”როცა გავიღვიძებ, აუცილებლად ყავას ვსვამ, რომ გამოვფხიზლდე. მეორე ჭიქა ყავის დალევის შემდეგ, უკვე ბოსტნის შემოვლას ვიწყებ – ნაყოფი რას ასხია, რას – არა? რა აყვავილდა, რას აქვს კოკორი?.. მერე ძაღლები უნდა გამოვკვებო, ბავშვი ვასაუზმო… დაახლოებით პირველის ნახევრისკენ უკვე შემიძლია, სხვა საქმეებსაც მივხედო, მანამდე არ მცალია… ” – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მაკა.

პ.ს. მაკა ძაგანიას ჩცდ-ში თინას როლი ჰქონდა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *