ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 წლის ლუკა ჯაბნიძე გარდაიცვალა. ავარია 26 ივლისს თოდოგაურში მოხდა. ლუკა კი ამ დრომდე საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა.
მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ცემენტმზიდს შეეჯახა.
ბათუმელი 21 წლის ნიკა გვიანიძე ადგილზე გარდაიცვალა, ლუკა ჯაბნიძე კი მძიმე მდგომარეობაში ჯერ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ორი დღის წინ თურქეთში გადაიყვანეს.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Post Views: 1,161