ეს რუსეთში მოღვაწე ქართველი მოდელია დიეგო ბერიძე, იგივე სოფია ბერიძე, რომელმაც 14 წლის ასაკში გააცნობიერა, რომ არა ბიჭი, არამედ შინაგანად გოგონაა. სოფია ქართველი მუსლიმების ოჯახში დაიბადა და რუსეთში მშობლებთან და 2 დასთან ერთად იზრდებოდა. როდესაც ოჯახმა მისი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო ოჯახი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. დიეგო კი რუსეთში დატოვეს და როგორც სოფია ამბობს იმდენ ფულს უგზავნიდნენ მას რომ გზას არ ასცელოდა. ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ სახელი სოფია მამამ შეურჩია ისევე, როგორც დაბადებისას სახელი დიეგო. მას ახლა ოჯახთან საუკეთესო ურთიერთობა აქვს და მათ ფინანსურადაც კი უდგას გვერდით.
“მამა ფეხბურთელია, მწვრთნელია და რომ დავიბადე, თავისი საყვარელი გეხბურთელის, მარადონას სახელი – დიეგო დამარქვა და 14 წლამდე ვიყავი დიეგო ბერიძე. შემდეგ ვკითხე, რა დავირქვა, როგორც გოგომ-მეთქი და მითხრა, სოფია დაირქვიო. საბუთებუით ახლაც დიეგო ვარ და არც ვაპირებ, შევიცვალო, მაგრამ საზოგადოებაში ვპოზიციონირებ, როგორც სოფია ბერიძე.
არ მინდა ვაგინა, მე ქალი იმიტომ არ ვარ, რომ ვინმესთან დაწოლა და სექსი მინდა. მე შინაგანად ვარ ქალი, მომწონს მეგობარ გოგონებთან ურთიერთობა, მათთან დროის გატარება, თავის მოვლა… სექსი ნამდვილად არ დგას ჩემთვის პირველ ადგილზე და არც მეორეზე… ეს თემა ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა”