შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. შემთხვევა ქარელის რაიონის სოფელ ავლევში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცმა 29 წლის ქალი გაგუდა.
„ვაჰ, რა უბედურებაა, რა გვჭირს?! ეს გოგო ჩემი თანასოფლელია, ქმარმა იმსხვერპლა. ჩვენი საზოგადოების სენი გახდა ეს საშინელი ქცევა. როგორ ზრდით ბიჭებს? რა ჯანდაბას ასწავლით? რას ეუბნებით, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია? ისევ თქვენ დალევთ მერე ქალების სადღეგრძელოს, ფუ, რანაირი ხალხი ხართ. ძალიან კეთილი და ძალიან თბილი გოგო იყო თინი. ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს.“ – წერს ნიკა მოსიაშვილი.
Post Views: 1,181