ზაფხული არდადეგებისა და შვებულებების დროა და ყველა ცდილობს, ეს დრო ოჯახთან ერთად გაატაროს.
საზოგადოებისთვის ცნობილმა ქართველებმა წელს ძირითადად ქართულ კურორტებზე შეაჩერეს არჩევანი.
რუსკა მაყაშვილი ორ შვილთან, მეუღლესა და მეგობრებთან ერთად აჭარაში ისვენებს და მხიარულად ატარებს დროს.
ასევე ზღვისპირეთში ატარებენ დღეებს გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი, ვაჟთან ერთად.
ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ თაფლობისთვე საზღვარგარეთ გაატარეს.
თუმცა ამჟამად ისინიც საქართველოს ზღვისპირეთში იმყოფებიან დროს და ცნობილ რეჟისორთან, ელდარ შენგელაიასთან გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებენ.
ესეც ფერადი ფოტოგალერეა სხვა ცნობილების ქართული თუ უცხოური ოჯახური შვებულებებიდან.
წყარო : Mshoblebi.ge
Post Views: 1,220