ჟერარ პიკემ შაკირასთან განშორების შემდეგ 23 წლის გულის სწორი გამოაჩინა. მისი რჩეული სტუდენტი, კლარა ჩია მარტია, რომელიც მის სააგენტოში მუშაობს. როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთს რამდენიმე თვეა ხვდებიან და სწორედ მის გამო მიატოვა ფეხბურთელმა შაკირა.
სულ ცოტა ხნის წინ პიკესა და კლარას ფოტო გავრცელდა, ფეხბურთელი შეყვარებულს გვერდიდან არ შორდებოდა და მას კოცნიდა.
„ასევე ირკვევა, რომ პიკემ ახალი შეყვარებული მშობლების სახლშიც წაიყვანა, რომელიც შაკირას სახლის მიმდებარედ არის. შაკირა ამის გამო განრისხებულია“, – აცხადებს ინსაიდერი.
Post Views: 1,752