“ყველა შეძრულია” – ახლახანს ცნობილი ქართველი გარდაცვალა

“ყველა შეძრულია” – ახლახანს ცნობილი ქართველი გარდაცვალა

90-იანებში რადიო 105-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანი, დიჯეი დინჯი გარდაიცვალა.

ამის შესახებ სოციალური ქსელებიდან ხდება ცნობილი.

არჩილ ბუბუტეიშვილი ქართულ რადიოსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა იყო…

დინჯის ბოლო წლებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა. საზოგადოების დახმარებით, მან სიმსივნის დიაგნოზთან ბრძოლა დაიწყო და გარკვეული პერიოდი თავს უკეთ გრძნობდა, მაგრამ ამა წლის იანვრის თვეში მძიმე დაავადებამ, ისევ შეახსენა თავი. ის საზოგადოებას კვლავ სთხოვდა ფინანსურ თანადგომას ქიმიების კურსის გასაკეთებლად…

სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს…

„არ მინდა დავიჯერო, რომ აღარ ხარ…“

„მშვიდობით, მეგობარო…“

„დინჯი – საუკეთესო, გულით და სულით კეთილი, ჩუმი და უთქმელი თან. მადლობა ძმაო, ასეთი რომ იყავი…“

„დინჯი წავიდა… ჩემი ძმა!… შევხვდებით მანდ, რამე კარგ სიხშირეზე…. ჩემს მოსვლამდე რასაც დაითრევ…. დროებით, დინჯო! მიყვარხარ!“, წერენ მისი მეგობრები სოციალურ ქსელში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *