გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის დამსახურებული თანამშრომელი ლია ძიძიგური.
ლია ძიძიგური რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოს რადიოს ეთერში უძღვებოდა არაერთ საავტორო გადაცემას, მათ შორის: „გალერეა“, „არდავიწყება“, „მივიწყებული გადაცემები“, „კინოფილმი უეკრანოდ“ და ა.შ.
მისი გადაცემების საშუალებით ქვეყნის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ხმა გაჟღერდა, რაც დღეს რადიოს ოქროს ფონდის განსაკუთრებულ ინტელექტუალურ საგანძურს წარმოადგენს.
Post Views: 1,510