კახა მამულაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ყალბი გათამაშებების შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც მამულიჩა ამბობს, გათამაშებებს თვითონ არ მართავს,
“ნამდვილად ვეღარ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა კიდევ ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ როგორც ვატყობ, უკვე გაუსაძლისი გახდა. რაც შეეხება ამ რაღაც გათამაშებებს. უბრალოდ ვერ ვხვდები, რას ათამაშებთ? 5 წლის წინანდელი ჩვენი ლაივია დადებული და ციფრებს თუ რაღაცებს თამაშობენ ქვემოთ, აძლევენ თავის მონაცემებს. რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ამ საკითხზე, მე არ ვიცი. მილიონი ადამიანი ჩაერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს პრობლემა არ გვარდება. ყველაზე ადვილია, რომ შეეშვით ამ უაზრო გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას.
რაღაც პერიოდი თითქოს მიჩუმდა, ახლა ისევ მიგდებენ ამ გათამაშებებს. არაფრის საქმის კურსში არ ვართ და არასოდეს არანაირ გათამაშებაში არ მიგვიღია მონაწილეობა. რატომ უნდა ითამაშო ვერ ვხვდები, ჩვენ ლაივში საერთოდ სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობთ და ამ დროს თქვენ რაღაცებს ათამაშებთ” – აცხადებს “მამულიჩა”.