“მკერდის მოკვეთა მირჩიეს…” – სანდრა რულოვსმა უმძიმესი საიდუმლო გაამხილა

“მკერდის მოკვეთა მირჩიეს…” – სანდრა რულოვსმა უმძიმესი საიდუმლო გაამხილა

სანდრა რულოვსი საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედი 2004–2007 და 2008–2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეუღლე. დაიბადა ნიდერლანდების ქალაქ ტერნეზენში. დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი.

მიხეილ სააკაშვილს შეხვდა 1993 წელს სტრასბურგში. მოგვიანებით, იმავე წელს ნიუ-იორკში გადადიან, სადაც ჯერ კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჰოლანდიურ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. 1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდის სამეფოს საკონსულოში მუშაობს თბილისში.

1998 წელს რულოვსი აფუძნებს საქველმოქმედო ფონდს „სოკო“, რომელიც კურირებს ჰოლანდიური კომპანიების და კერძო პირების მიერ დაფინანსებულ ჰუმანიტარულ პროექტებს.

1999–2003 წლებში რულოვსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი იყო, სადაც ის ასევე მუშაობდა საკუთარ სადოქტორო თეზისზე ბელგიაში ფრანგული ენის ლინგვისტურ ასპექტებზე. მშობლიური ჰოლანდიურის გარდა სანდრა რულოვსი ასევე ფლობს ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულსა და ქართულს.

ქ-ნ რულოვსსა და მიხეილ სააკაშვილს ჰყავთ ორი ვაჟი — ედუარდი და ნიკოლოზი.

სანდრა რულოვსი ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნის „იდეალისტის ისტორია“, რომელიც გამოიცა 2005 წელს. 2007 წელს რულოვსი აფუძნებს პირველ კლასიკური მუსიკის რადიოსადგურს მთელს კავკასიაში, რადიო მუზას.

2009 წელს სან­დრა რუ­ლოვ­სის ძა­ლის­ხმე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ბოს სკრი­ნინგცენ­ტრე­ბი გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც დღემ­დე სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქა­ლებს, რამ­დე­ნი­მე სა­ხის კი­ბო­ზე ანა­ლი­ზე­ბი უფა­სოდ ჩა­ი­ტა­რონ. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს პრობ­ლე­მა სანდრას თავადაც შეეხო.

“2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში სკრი­ნინგზე რომ მი­ვე­დი, მა­მოგ­რა­ფია გა­და­მი­ღეს, ასის­ტენ­ტმა მი­თხრა, დე­ზო­დო­რან­ტი ხომ არ გა­მო­გი­ყე­ნე­ბია ამ დი­ლას, რა­ღაც არ მომ­წონ­სო. მერე თქვა, რომ ონ­კო­ლოგ­თან ერ­თად შევ­ხე­დო­თო, პა­ტა­რა წერ­ტი­ლე­ბი იყო ერთ ად­გილ­ზე მარ­ჯვე­ნა მხა­რეს. მი­თხრეს, ევ­რო­პა­ში მა­ინც გა­და­ა­მოწ­მეო. უცხო­ურ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შემ­დეგ მი­ვე­დი ექი­მი ქარ­თვე­ლი იყო, ვთხო­ვე ყვე­ლა­ფე­რი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მქონ­და ნუ­ლო­ვა­ნი სტა­დია, მაგ­რამ ძუ­ძუს მოკ­ვე­თა მირ­ჩი­ეს, რად­გან წი­ნას­წარ არა­ვინ იცო­და, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი.

მა­შინ დე­დამ მი­თხრა, შენ რა­ტომ და­გე­მარ­თა და მე არაო. ეს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნი. ამიხ­სნეს, რომ მკერ­დის მოკ­ვე­თის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პრო­თე­ზის გა­კე­თე­ბა. ეს ზუს­ტად ის ზა­ფხუ­ლი იყო, სტინ­გი რომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. კონ­ცერ­ტი საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო და მა­შინ ვთქვი, რომ ძუ­ძუს და საშ­ვი­ლოს­ნოს კი­ბოს პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ქა­ლებს დავ­ხმა­რე­ბო­დით.

ოპე­რა­ცია ამე­რი­კა­ში გა­ვი­კე­თე, მამ­შვი­დებ­დნენ, მპირ­დე­ბოდ­ნენ რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­მი­ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და ეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე. ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო თა­ვი­დან, ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე და გა­დავ­ლა­ხე. მე მგო­ნია, რომ ამ ამ­ბავ­მა უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა. ძუძუ რომ უნდა მო­იკ­ვე­თო, ეს არის ბომ­ბი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ვფიქ­რობ­დი, 5 წე­ლი­წად­ში მოვ­კვდე­ბი, რო­გორ იქ­ნე­ბა ნი­კო­ლო­ზი, ედუ­არ­დი, რას იზამს ჩემი ოჯა­ხი.

2012 წლის 19 სექ­ტემ­ბერს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტუ­რი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო გუ­რი­ა­ში. წინა სა­ღა­მოს ცი­ხის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. იმ ღა­მეს არ მე­ძი­ნა, მაგ­რამ დი­ლას უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტურ­ზე. ვფიქ­რობ­დი, რა დროს ვე­ლო­სი­პედ­ზე დაჯ­დო­მაა დღეს, მაგ­რამ ამ ქა­ლებს ვერ დავ­ტო­ვებ­დი. მახ­სოვს, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზია მე და ნი­კო­ლოზს დაგ­ვდევ­და, კად­რე­ბი უნ­დო­დათ, რომ ამ დროს გა­სარ­თო­ბად დავ­დი­ო­დით. 60 კი­ლო­მეტრზე მეტი ვერ გა­ვი­ა­რე და ისევ ბა­თუმ­ში დავ­ბრუნ­დი. ეს იყო ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი”, – გა­ნა­ცხა­და სან­დრა რუ­ლოვსმა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში 2016 წელს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *