თამუნა ლეკვეიშვილი საქართველოში ერთ-ერთი მეგაპოპულარული ტელესახეა. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ თამუნა ვანო ჯავახიშვილთან ერთად ტვ პირველზე გადადის. ამან სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია.
თამუნა ლეკვეიშვილი პროფესიით მსახიობია. მან სახელი კომედი შოუდან გაითქვა.
”თავიდან, სანამ გავიაზრებდი და მივიღებდი ჩემს სხეულს ისეთს, როგორიც არის, კომპლექსები მქონდა. დიდი ზომის ტანსაცმელი მეცვა და ბეჭებში მოხრილი დავდიოდი, რომ მკერდი წინა პლანზე არ ყოფილიყო. აი, სკოლას რომ ვამთავრებდი, პრანჭვა და კომლექსების მოხსნა ერთდროულად მოხდა.
წონაში ორსულობის გამო მოვიმატე. სამი ბავშვი მიყოლებით გავაჩინე. ისე ვრჩებოდი ორსულად, წინა ბავშვის დროს მომატებული წონა არ მქონდა დაკლებული. წონაზე წონა ემატებოდა და საკმაოდ მოვიმატე. მოკლედ, რაც კი არსებობს, ყველა დიეტა დაცული მაქვს, „სასიკვდილო“ დიეტების ჩათვლით.
დიეტის დროს ტვინი მეფანტება. ათი დღის წინ დავიწყე მორიგი „სასიკვდილო“ დიეტის დაცვა, ძალიან ცოტას ვჭამდი, მეხუთე დღეს აბაზანიდან გამოვდიოდი და მივხვდი, გული მიმდიოდა. ჩავიმუხლე და წაქცევას გადავურჩი. რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი და ძლივს მოვსულიერდი. წამოვწექი, ფეხები მაღლა ავწიე და საკუთარი გულწასული თავი თავადვე მოვაბრუნე ამქვეყნად.” – ამბობს თამუნა ერთ-ერთ ინტერვიუში.
თამუნა 14 წელია დაოჯახებულია. მსახიობს სამი შვილი ჰყავს.
თამუნა ლეკვეიშვილმა 14 წლიანი კარიერა “რუსთავი 2”-ზე ერთ დღეში დაასრულა და “ვანოს შოუს” გუნდს “მთავარ არხზე” გაჰყვა.
„ძალიან რთული ზაფხული გამოვიარე. ყველაფერს წარმოვიდგენდი იმის გარდა, რაც დაგვემართა ამ ზაფხულს. 14 წელი გავატარეთ ერთ გუნდად და უცებ ყველაფერი შეიცვალა. ბევრი ჩემი მეგობარი დარჩა “რუსთავი 2”-ში და მათ წარმატებას ვუსურვებ. ემოციებიდან დღემდე ვერ გამოვსულვარ, ბოლომდე არ მჯერა, რომ მეგობრები უცებ ერთმანეთის კონკურენტები გავხდით. მთელი აგვისტო ნერვიულობაში გავატარეთ.
როცა ჩვენი გუნდის თათბირი დაინიშნა, შეკვეთილში ვისვენებდი ოჯახთან ერთად და მანქანით მარტო წამოვედი ღამე. მთელი დღე თათბირი გვქონდა და ეს ყველაზე ემოციური დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში. იმ ღამესვე დავბრუნდი შეკვეთილში, ორი ღამე მომიწია გზაში ყოფნა. მოკლედ, მძიმე ზაფხული გადავაგორე“.