როგორც ცნობილია, სოფო ნიჟარაძე ბოლო პერიოდია, საქართველოშია ქალიშვილთან – ელის-მარია სააკაშვილთან ერთად. დედა-შვილი ერთად ატარებს მთელ თავისუფალ დროს და ზღვის კურორტზეც ერთად გაემგზავრნენ დასასვენებლად.
სოფო ნიჟარაძე ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს ალისას ფოტოებს და ვიდეოებს.
ბოლოს ალისას ფოტო გამოაქვეყნა ბალიშით ხელში, რომელზეც მიხეილ სააკაშვილია აღბეჭდილი. ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. მოგვიანებით ფოტო მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზეც გამოჩნდა წარწერით: “მამიკოს გოგო ალისა”.
წყარო : Mshoblebi.ge
Post Views: 2,301