წყალტუბოში 33 წლის ქალი სხეულის დამწვრობით გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება – მკვლელობა, თვითმკვლელობა და უბედური შემთხვევა.
„პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი მომხდარის დეტალებს უყვება. „ჩემი შვილის კლასელია გარდაცვლილის შვილი. ვიცი, რომ ძალიან ავიწროებდა ამ გოგოს, მოძალადე იყო ეს ბიჭი, თამაშობდა, სვამდა. იცის ხალხმა, რომ ძალადობდა ამ გოგოზე.
ეს გოგო საპირფარეშოში შესულა, ნახეს, რომ ბენზინი აქვს გადასხმული და ცეცხლი წაკიდებული.
გოგო ცოცხალი იყო, რომ მიიყვანეს საავადმყოფოში და დილით უთქვამს, რომ მე წავუკიდე ცეცხლიო. დილით გარდაიცვალა, ფილტვები არ გაეხსნა. ამ ბიჭს ხელები აქვს დამწვარი.
პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოჯახის ახლობელი.
გარდაცვლილ 33 წლის ქალს 5 შვილი დარჩა.
Post Views: 3,134