სალომე გოგიაშვილმა „პრაიმშოუში“ ქალისა და კაცის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მამაკაცის მთავარი ცუდი თვისება სიძუნწეა:
„ჩემთვის ყველაზე სექსუალური ქართველი მამაკაცი არის ჩემი მეუღლე. ქალს ეტყობა, როცა დაოჯახებული არ არის. როცა დაოჯახდები, მერე მიხვდები, რომ ყველაფერი, რაც გინდოდა და ფიქრობდი, ასე არ არის. ბევრი მინუსიც შეგხვდება და პლუსიც, მაგრამ მთავარია სიყვარული… როცა ადამიანი შეგიყვარდება, ვერაფერზე ფიქრობ, ისეთი ძლიერია ეს შეგრძნება, თავით ეშვები და ზოგჯერ შეცდომასაც უშვებ…
ჩემთვის აუცილებელია, რომ კაცი იყოს ხელგაშლილი. „ჟმოტ“ კაცზე საშინელება არაფერია. ცუდად რომ ხდება, გადახდის პერიოდი რომ მოდის, არ მომწონს. შეიძლება, მაყურებელმა ცუდად გაიგოს, მაგრამ უფულო კაცი არ არსებობს. თუ სურვილი გაქვს, რომ ფული გქონდეს, გექნება. მილიონებზე არ არის საუბარი, ქალის ყავაზე დასაპატიჟებელი ფული ყოველთვის გექნება…“