ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს და როგორი ტარიფით იხდით ბუნებრივი აირისა და ელექტროენეგიის საფასურს ?

ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს და როგორი ტარიფით იხდით ბუნებრივი აირისა და ელექტროენეგიის საფასურს ?

კომუნალური გადასახადების თემა ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. შეგახსენებთ იმ ტარიფებს, რომელთა გადახდა, დღეის მდგომარეობით, მოქალაქეებს ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა თუ წყლის მოხმარებისთვის მოუწევთ:

“თელასის” სამომხმარებლო აბონენტებისათვის ტარიფი ასეა განსაზღვრული:

  • თვეში 0-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 18.041 თეთრი
  • თვეში 101-301 კილოვატი – 22.053 თეთრი
  • თვეში 301 კილოვატზე ზემოთ – 26.537 თეთრი

“ენერგო პროს” სამომხმარებლო აბონენტებისთვის, ტარიფი კი ასე გამოიყურება:

  • თვეში 0-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 17.731 თეთრი
  • თვეში 101-301 კილოვატი – 21.707 თეთრი
  • თვეში 301 კილოვატზე ზემოთ – 26.227 თეთრი

ბუნებრივი აირის გადასახადს რაც შეეხება, “თბილისი ენერჯის”აბონენტებისთვის 1 კუბური მეტრის ღირებულება53,972 თეთრია, ხოლო “სოკარის” აბონენტებისთვის 56,928 თეთრი.

თბილისისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებელისთვის შეადგენს:

  • ფიქსირებული გადასახადი უმრიცხველო მოხმარებისას – თვეში 4.518 ლარი 1 სულზე
  • ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას – 0.500 ლარი 1 კუბურ მეტრ წყალზე.

სახელმწიფო კი ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის ნაწილს სოციალურად დაუცველ ოჯახებს უსუბსიდირებს. კერძოდ, ჯანდაცვის საინისტროს მიერ მოწოდეული ინფორმაციის თანახმად, სუბსიდირება ეხება იმ ოჯახებს, რომელთა ქულაც 150 ათასზე დაბალია.

“იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა ქულაც 150 ათასზე დაბალია და მოიხმარენ 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას, კილოვატის ღირებულება 3,5 თეთრით ნაკლები იქნება. 200 კილოვატზე მეტის მოხმარების შემთხვევაში, სუბსიდირება გათვალისწინებული აღარ არის. ხოლო, წყალზე წლიურად მათთვის 100-ლარიანი ვაუჩერია გათვალისწინებული. ბუნებრივი აირის გადასახადს სუბსიდირება არ ეხება.”- განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სიები ავტომატურადაა გადაცემული კომპანიებთან და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დამატებით განცხადების დაწერა აღარ სჭირდებათ.

გარდა ამისა, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის სუბსიდირებას უზრუნველყოფს.
სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვის 20 რიცხვის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთან ბაზაში ქ. თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ოჯახის დეკლარაციაში მითითებული აქვთ საყოფაცხოვრებო სექტორის ელექტროენერგიის/დასუფთავების/წყლის აბონენტის ნომერი.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და 200 000-ს არ აღემატება, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით.
თანხი განაწილების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ ბმულზე:

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს აღნიშნული თანხა ავტომატურად აკლდებათ გადასახადზე.

წყარო : Mshoblebi.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *