ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარის დავით ჯაფარიძის შვილი ნინო ჯაფარიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერი ავრცელებს.
„ბოლნისმა ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ნინო ჯაფარიძე დაკარგა. მსურს ღრმა მწუხარება გამოვხატო ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარის დავით ჯაფარიძის შვილის გარდაცვალების გამო. მთელი გულით თანავუგრძნობ დავითსა და მის ოჯახს. ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა და ამ მძიმე პერიოდში ნინის მშობლებსა და დედმამიშვილებს გამძლეობას ვუსურვებ“, – აღნიშნულია ბოლნისის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Post Views: 3,236