„ბოლოს რა გამოიძია შენმა ახალმა სამსახურმა ხაბე და საიდან ფინანსდება ეგ საგამოძიებო?” – ასე მიმართავს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ს წევრს ლევან ხაბეიშვილს საკუთარ facebook -სტატუსის კომენტარებში.
ხაბეიშვილმა ენმ-ის მხარდამჭერს, ნინო ჯობავას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ვარკეთილის 3-ა მკრ 331 კორპუსის 8 სართულზე ჩემს ნაქირავებ ბინაში, 31-ე ქარხნის გამათბობელზე უნდა მიგაბათ კლავიატურით ხელში“.
სწორედ ამ კომენტარს გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ნებისმიერ ადამიანს უპასუხებს, რომელიც მას ტალახს ესვრის და განმარტავს, რომ გამათბობელზე დაბმაც არ არის პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამი.
ჟორჟოლიანი მოუწოდებს მას კიდევ ერთხელ, შეკითხვაზე პასუხის გაცემისკენ, თუ საიდან ფინანსდება?
Post Views: 1,569