ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე წერს.
აშშ-სგან უკრაინამ NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო, რაც უკრაინელ სამხედროებს ხარკოვის ცის დაცვის საშუალებას მისცემს.
ბუკა პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე წინსვლას განაგრძობენ.
„#ArmUkraineNow #UkraineIsWinning
აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDდეილიNიუსი #BDN მოვიდა ორშაბათ დილას სულ კაი კაი ამბებით!
დავიწყოთ იმით, რომ ნასამს-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომლითაც თეთრ სახლს იცავენ, ახლა ხარკოვის ცას დაიცავენ! მაგასაც ვნახავთ აწი რას დაბომბავენ!
გუშინ კიდევ 1 სუ-25, 1 მი-8 და 3 ირანული დრონი დაამიწეს ჩვენებმა!
ჩვენმა ავიაციამ და არტილერიამ კიდევ 20-მდე შეიარაღების საწყობი და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილი, აგრეთვე საკომანდო პუნქტები გაუნადგურა ურდოს!
დონეცკის ლიმანის ირგვლივ ისეთი ამბები ხდება, დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებს ქე რო დიდწილად გაათავისუფლებს! იქნება მალე ოფიციალური დოსტურები!
ბახმუტის მიმართულებაზე კიდევ ჩვენები მაგრად დგანან! ისევ მოიგერიეს და მაგრადაც ჩახოცეს ურდოსიკები!
კოლაბორანტებს ყველგან პოულობენ და იპოვიან! ხერსონში სასტუმროში წამოპლაკული მოღალატე ჟურავკო პირდაპირ კობზონთან გაუშვეს სხვა ორკებთან ერთად!
მელიტოპოლში ჯიგარმა პარტიზანებმა, მარტო ხო არ გავუშვებდითო და გააყოლეს მელიტოპოლიდანაც ამობუგული “კამანდა”!
საფლავიზაცია/სიკვდილიზაცია ვერ მიდის კარგად! დაღესტანში პარტიზანული მოძრაობა დაიწყო! დღეს ყაბარდო-ბალყარეთშიც აქციებია დაგეგმილი! ციმბირში და სხვა მხარეებშიც დაიწყეს კომისარიატებში მოლოტოვის კოქტეილების ჩამორიგება!
ერთი 261 ათასი კაცი დაეთესა! 15 კმ-იანი რიგია ჩვენს საზღვართან! “სილავიკები” სთხოვენ პუტლერს, დაკეტოს საზღვრები! 28-სთვისო ამბობენ!
და ბოლოს, მართლა “ბომბა” განცხადებები ხიეს ამერიკელებმა რუსებს! უშიშროების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დახურული არხებით ძალიან მაღალ დონეზე პირდაპირ ვუთხარით რუსებს, რომ ნებისმიერი სახის ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში მოჰყვება კატასტროფული შედეგები რუსეთისთვისო. იგივე გაიმეორა სახ.მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა!
ალბათ, მოდელირება გაუკეთეს როგორ ხვდება ბაშკაში ბუნკერის მღრღნელს პუტლერს!
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.