ცნობილი ქართველი მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე გარდაიცვალა 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯიბსონ ხუნდაძე მიეკუთვნება 1950-60 იანელთა თაობას, რომელიც წარმოადგენდა ახალ აბსტრაქტულ ტალღას ქართულ სახვით ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ეტაპობრივად ქრება პეიზაჟის რეალისტური გაგება, იმპრესიონიზმის და აკადემიზმის სტილური ნიშნები.
ინტენსიური ფერთა გამა, ფეროდოვანი ლაქების ფენები, უხეში მონასმები, სიღრმე, ხაზობრივი რითმი, შუქ-ჩრდილის მოდელირება მუდმივად იკვეთება მხატვრის სახვით ენაში. შემოქმედების გვიან ეტაპზე სტილებიდან კავშირს ავლენს ფოვიზმთან და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმთან. ჯიბსონ ხუნდაძე ქართული პეიზაჟების პარალელურად ფიგურატიულ ნამუშევრებს ქმნის რელიგიურ თემაზე მსგავსი სტილების თუ სახვითი ხერხების გამოყენებით.
Post Views: 1,382