გელა დაიაური დაოჯახდა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია. წყვილმა ჯვარი დღეს დაიწერა. ფოტოებს ეკა მაჩხაშვილი, ასევე მათი მეგობრები ავრცელებენ.
“ჩვენი ბედნიერი დღე” – წერს მაჩხაშვილი ფოტოების კომენტირებისას.
2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ – ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის – 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი – დემეტრე და ჯარჯი, თეონას და – ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი – მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა, ვერ იპოვნეს.