“ჟურნალისტებო ასე არ გააგრძელოთ, კვარა მოვიდა და ეს გააკეთა” – სპალეტიმ “აიაქსის” განადგურების შემდეგ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

“ჟურნალისტებო ასე არ გააგრძელოთ, კვარა მოვიდა და ეს გააკეთა” – სპალეტიმ “აიაქსის” განადგურების შემდეგ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ “აიაქსთან” 1-6 გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“საიდან მოდის თითოეული გამარჯვება? შენ ვალდებული ხარ კონცეტრაცია არ დაკარგო და მუდმივად იმუშავო. ჩვენ მნიშვნელოვანი ინდივიდუალისტები გვყავს, მაგრამ გუნდურობა არ უნდა დავკარგოთ. დავინახე, რომ ლოზანომ და კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი ბურთები მოიპოვეს. ასევე, კვარამ მოიბოდიშა იმ 2 ბურთის გამო, რომლებიც თანაგუნდელს არ გადააწოდა. მაგრამ ის ძლიერია და ყველაფრის გაკეთება შეუძლია? არა, რადგან თუ ასე მოიქცევა და თავისუფალ პარტნიორს არ მიაწვდის, მეორე ჯერზე უკვე მისი თანაგუნდელი გააკეთებს იმავეს. თქვენ (ჟურნალისტები) მუდმივად აშორებთ კვარაცხელიას გუნდისგან და ცალკე გამოყოფთ, ასე არ გააგრძელოთ. ის მოვიდა, მოიბოდიშა და გაიგო. კარგად მოიქცა. ყველამ გაიტანა გოლი, არამხოლოდ რასპადორიმ. ჩვენ მხოლოდ ერთად ყოფნით შევძლებთ წარმატების მიღწევას” – განაცხადა სპალეტიმ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *