ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ლეგენდარული მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის შესახებ პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პოსტში ასევე საუბარი იყო, თითქოს სპორტსმენი უპატრონოდ არის მიტოვებული.
მოჭიდავის შვილი, ბესარიონ თედიაშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და იგი მამას უვლის.
„მე ვუვლი მამაჩემს და ვიღაცეები შორიდან გამოდგებიან და ამბობენ, უი, მოუვლელი და უპატრონოა ეს კაციო. ლევანს დიაბეტი აქვს, უკვე მესამე წრეზე გაუკეთეთ ფეხის თითების ამპუტაცია. მას ასევე აქვს ნევროლოგიური პრობლემებიც… არავის ვთხოვ მიმიხედოს მამაჩემს, მაქვს იმის თავი, თვითონ მივხედო და ვუვლი კიდეც“,- ამბობს ბესარიონ თედიაშვილი AMBEBI.GE-სთან.