„არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, მოვიდეს ჩემთან“ – რას ამბობს ცნობილი მოჭიდავის შვილი მამაზე

„არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, მოვიდეს ჩემთან“ – რას ამბობს ცნობილი მოჭიდავის შვილი მამაზე

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ლეგენდარული მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის შესახებ პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პოსტში ასევე საუბარი იყო, თითქოს სპორტსმენი უპატრონოდ არის მიტოვებული. 

მოჭიდავის შვილი, ბესარიონ თედიაშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და იგი მამას უვლის.

„მე ვუვ­ლი მა­მა­ჩემს და ვი­ღა­ცე­ე­ბი შო­რი­დან გა­მოდ­გე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, უი, მო­უვ­ლე­ლი და უპატ­რო­ნოა ეს კა­ციო. ​ლე­ვანს დი­ა­ბე­ტი აქვს, უკვე მე­სა­მე წრე­ზე გა­უ­კე­თეთ ფე­ხის თი­თე­ბის ამ­პუ­ტა­ცია. მას ასე­ვე აქვს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც… არა­ვის ვთხოვ მი­მი­ხე­დოს მა­მა­ჩემს, მაქვს იმის თავი, თვი­თონ მივ­ხე­დო და ვუვ­ლი კი­დეც“,- ამბობს ბე­სა­რი­ონ თე­დი­აშ­ვილი AMBEBI.GE-სთან.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *