საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თერჯოლის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მერის, ბატონი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ლაშას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლება“,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა.
Post Views: 1,305