ეს ადამიანები ყოველთვე დანამატის სახით 100 ლარს მიიღებენ – ირაკლი ღარიბაშვილმა სასიხარულო განცხადება გააკეთა

ეს ადამიანები ყოველთვე დანამატის სახით 100 ლარს მიიღებენ – ირაკლი ღარიბაშვილმა სასიხარულო განცხადება გააკეთა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის განცხადებით, ვეტერანების ყოველთვიური დანამატი, რომელიც  22 ლარს შეადგენდა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 100 ლარამდე გაიზარდა – ამის შესახებ კობა კობალაძემ ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

შარშან, ზუსტად ამ დროს, ბატონი პრემიერ-მინისტრი დაჰპირდა ვეტერანებს, რომ ის ყბადაღებული 22 ლარის საკითხი, რომლითაც სპეკულირებდა ის შემადგენლობა, თვითონ ვინც იყო ამ 22 ლარის შემოქმედი, დღეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და სამთავრობო გუნდის კოორდინაციით, ურთიერთქმედებით, ყბადაღებული 22 ლარი გახდა დღეს 100 ლარი და შესაბამისად თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს კვლავ აქვს იმედი და ხედვა იმისა, რომ წინ ვივლით“,- განაცხადა კობა კობალაძემ. 

„დღევანდელი დღე გარკვეულწილად ანგარიშის ჩაბარების დღესავით გამოჩნდა. მე ამაყი და ძლიერი ვარ იმიტომ, რომ კაცს ახასიათებს სიტყვის შესრულება და იმ სიტყვაზე პასუხისმგებლობა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *