”შვილებთან ერთად იყო, უცებ დაეცა და იქვე გარდაიცვალა…” – ახლახანს 3 შვილის დედა მოულოდნელად დაიღუპა, ცნობილია მიზეზი

”შვილებთან ერთად იყო, უცებ დაეცა და იქვე გარდაიცვალა…” – ახლახანს 3 შვილის დედა მოულოდნელად დაიღუპა, ცნობილია მიზეზი

ქუთაისში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნარაზენის მკვიდრი, 38 წლის ლიკა ჯანჯღავა გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ლიკა სამზარეულოში იმყოფებოდა.

ახალგაზრდა ქალს სამი შვილი დარჩა.

„ყველაზე უმცროსი 1 წლისაა, უფროსი 17 წლის. სამივე მამასთან იყო მეორე ოთახში, შემოესმათ დაცემის ხმა და რომ მივიდნენ, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო“, – გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, თრომბია.

ახალგაზრდა ქალს ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

„მშვიდობით ჩემო ლამაზო გოგო, ძალიან მტკივა უშენობა, მიყვარხარ სამუდამოდ”.

,,შეხვედრამდე ჩემო ლამაზო გოგო, გამანადგურე, მომკალი… ჩემი ანგელოზი. ჩემი საფიცარი გოგო აღარ მყავს”

,,გაფრინდა ჩვენი ლამაზი გოგო ანგელოზებთან, სული მეწვის… ლიკა“, – წერენ ახალგაზრდა ქალის მეგობრები სოციალურ ქსელში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *