24 წლის ალექსანდრე უგრაინაში ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ პოსტს მისი მამა ავრცელებს.
”გუშინს აქეთ ვცდილობ თავი შევიკავო მაგრამ როგორც ვხედავ არ გამომივა, რადგან საქარველოში მათლა სვავებივით გვამებზეც კი ნადირობენ!
ტყუილად არავინ ისპეკულიროს ჩემი შვილის გარდაცვალებით!
ადამიანობა რომ დაკარგული გაქვთ ეს კი ვიცი, მაგრამ ფაქტებს რას უშვებით?
ჩემი შვილი იყო უკრაინის ეროვნული გვარდიის ოფიცერი და ის იცავდა თავის ქვეყანას რომლის მოქალაქეც არის და ასეთი არა ერთი ქართველი გარდაიცვალა ამ ომში 8 წლის მანძილზე.
ვის ავადმყოფ ტვინში უნდა მოვიდეს ის აზრი რომ ნაცებთან იყო და სააკაშვილმა გმირობა მისცაო?
8 წელიწადი მაგათგან ვმალავდი ბავშვს, და რომ არ გარდაცვლილიყო ვერც ეხლა გაიგებდით რამეს მასზე და ვერც ეხლა ნახავდით მის ფოტოს ისე როგორც აქამდე არ გამიკეთებია ეს თორემ, ის ამ ომში პირველად 17 წლის ასაკში წავიდა, შემდეგ აკადემია დაამთავრა და მის მერეც ორი წდლიწადი გარდაცვალებამდე ან ომში იყო და გაგიგიათ ჩემი პირიდან რამე?
კარგად ვიცი ეხლა რატომაც აიტაცეს ეს საკითხი თორემ ვის აინტერესებს ჩვენი უბედურება, ზოგიერთი არა ადამიანი ვიცი ზეიმობს კიდეც.
ძალიან უნდათ შეთხზან ისტორია ვითომ აი მამა ამ ომის წინადეგია მაგრამ შვილი პირიქით მის წინააღმდეგ წავიდა ზუსტად ამის გამო დაწვრილებით ვასაჯაროვებ ყველაფერს!
მე ამ ომში საქართველოს ჩართვის წინააღმდეგი ვარ, შვილი კი ვაჟკაცად გავზარდე და არა მოღალატედ ზოგიერთი პოლიტიკური თანამდებობის პირებივით.
ვიმეორებ, საკუთარ სიცოცხლრს დავთმობდი რამის შეცვლა რომ შეიძლებოდეს, სამყარო მეორედ დამენგრა ცხოვრებაში, მაგრამ ის ოფიცერი იყო და სხვანაირად არ შეეძლო თორემ მეორე საკითხია უნდოდა თუ არა მას ეს ომი და ახლა ამას აღარავითარი აზრი აღარ აქვს.
P. S ვიცი საქართველოში ვერც ამას გაიგებენ და იტყვიან გიჟიაო, მიუხედავად იმისა რომ, ფინანსურად უკიდურესად მიჭირს და ის ფული რითაც დამეხმარენ მხოლოდ ბილეთს ეყო, გუშინ პილიტიკოსების მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი ვთქვი!
ბევრი იცით ვინც ამას რეალურად გააკეთებდა საქართველოში? სიტყვაზე ბევრი იტვის ბევრ რამეს და საერთოდ ენის ტრიალი მტრისას აითვისეს.
ნუ გამომიყვანთ მდგომარეობიდან შეწყვიტეთ ეს ლაპარაკები!” – წერს უკრაინაში გმირულად დაღუპული 24 წლის ქართველის, ალექსანდრე მარტიაშვილის მამა.