ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი ერთჯერად დახმარებას მიიღებს.
როგორც ცნობილია, დახმარების რაოდენობა თითოეულ ბავშვზე 235 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
დახმარებას მიიღებენ როგორც ქუთაისში მცხოვრები და მერიაში აღრიცხვაზე მყოფი უკრაინელი , ისე ქუთაისელი ბავშვები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან ბავშვთა განყოფილების მიერ.
“გაეროს ბავშვთა ფონდისაგან, ქუთაისის თვითმმართველობა გრანტის სახით 232 415 ლარს მიიღებს. გრანტი ფოკუსირებული იქნება მოწყვლად ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დახმარებისათვის. თითოეულ ბავშვზე განკუთვნილი იქნება 235 ლარის ერთჯერადი დახმარება,რომელსაც ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი მიიღებს.”
Post Views: 2,526