გამოცემა “პრაიმტაიმმა” ‘პრაიმ ჰაუსის’ ერთ-ერთ ახალ მონაწილესთან ნინი ტურავასთან ჩაწერა ინტერვიუ, სადაც ნინი ტურავამ თავის ოჯახურ მდგომარეობასა და იმ დიდ ტრაგედიაზე ისაუბრა, რამაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.
“ნინი ტურავა: პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე ფიტნეს ტრენერი გახლავართ. ერთ-ერთ დარბაზში ვავარჯიშებ. ჩემი პროფესიით წლების წინ, ცოტა ხანს ერთ-ერთ პრესაში ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი, თან სტაჟირებას გავდიოდი. შემდეგ რაღაცები მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რის გამოც ვერ მოვახერხე ჟურნალისტიკის სფეროში საქმიანობა.
– რამ შეცვალა ვითარება?
– გავთხოვდი, მეყოლა შვილი. შემდეგ ჩემი ურთიერთობები ცოტა აირია. რამდენიმე წელში კი ჩემი მეუღლე დაიღუპა… ღვიძლის დაშლა ჰქონდა, გადაინერგა, მაგრამ კარგი შედეგები არ ყოფილა.” – ამბობს გამოცემასთან საუბრისას ნინი ტურავა
წყარო : Itar.ge