ცოტახნის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა. ცნობილი ჟურნალისტი ლია მიქაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა.
2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს.
Post Views: 2,074