16 წლის მარიამი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიას ებრძოდა, გარდაიცვალა.
ის ჯერ მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში გადიოდა, შემდეგ კი თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თურქეთის კლინიკაში არსებული დავალიანების გამო, ოჯახს მიცვალებულს არ ატანენ.
“მეგობრებო, აღარ გვყვავს მარიამი. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აქვს ოჯახს, არ ატანენ მიცვალებულს საავადმყოფოდან. უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ გამწარებულ დედას, თუნდაც მცირედით.
მეგობრებო როგორც არასდროს ,გვჭირდება თქვენი დახმარება .. !!!საავადმყოფოს დავალიანებაში ვართ -44 000$. თუ არ დავფარეთ, არ გვატანენ ბავშვს!!! ესაა ჩვენი მწარე რეალობა … მარიამი უნდა დავაბრუნოთ საქართველოს მიწაზე!!!
ეს ის მომენტია ,როდესაც სიტყვებს ვეღარ ვპოულობ !უბრალოდ, დაგვეხმარეთ “, – წერს სოციალურ ქსელში ია ცარულაშვილი.
დახმარების მსურველებმა თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:
GE05BG0000000533946920
GE17TB7175545061100047