ცნობილი მომღერალი, თამარ გვერდწითელი თავს კარგად არ გრძნობს. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით ambebi.ge ავრცელებს. მომღერლის პროდიუსერის, სერგეი პუდოვნიკის განცხადებით, თვენახევრის წინ მისთვის დედის გარდაცვალება დიდი დარტყმა აღმოჩნდა. მისივე თქმით, მომღერალი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.
“სამწუხაროდ, როდის დაბრუნდება სცენაზე, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. ის მძიმე მდგომარეობაშია. დედის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირს. მე მესმის მისი, თვითონაც დავკარგე მშობლები. შემიძლია ვთქვა, რომ სისულელეა იმის თქმა, რომ დრო ყველაფერს კურნავს. არა, არ კურნავს…“, – ამბობს პუდოვკინი.
მისი თქმით, დედის დაკრძალვის შემდეგ მომღერალი საავადმყოფოშიც მოხვდა. გამოცემა ინფორმაციის გადასამოწმებლად თამარ გვერდწითელის ოჯახის ახლობელს დაუკავშირდა. მისი თქმით, მომღერალი დედის გარდაცვალებას ძალიან განიცდის. “მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც ვიცი, დღეს ან ხვალ თამარი შვილთან ევროპაში მიემგზავრება“, – ამბობს ახლობელი ambebi.ge-სთან საუბარში.
წყარო: ambebi.ge