,,ერთიანად გაგვანადგურე…” – მარიამ კუბლაშვილი მეგობარს და კოლეგას ემოციურად ემშვიდობება და ტრაგიკულ პოსტს აქვეყნებს

,,ერთიანად გაგვანადგურე…” – მარიამ კუბლაშვილი მეგობარს და კოლეგას ემოციურად ემშვიდობება და ტრაგიკულ პოსტს აქვეყნებს

ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გარდაცვლილ კოლეგას, გიორგი ტურაზაშვილს, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება:

,,ცხოვრება მხოლოდ მოგონებებიაო, მართალია. და სითბო, სიკეთე, სიყვარული, რაც შეიძლება დატოვო ამ ქვეყნად. აი ეს დარჩა, ჩვენი გუნდის თავგადასავლები, მოგზაურობა, გასვლითი სხდომები და ბევრი კარგი საქმე. თურმე ადამიანს მეტად და მეტად აფასებ, როცა დაკარგავ, ეს უტყუარია. საჯაროდ ბოდიში მაქვს სათქმელი რამდენჯერმე თხოვნის მიუხედავად, რომ პარლამენტში ვერ გავყევი, მიზეზი მქონდა. გიორგი…. ახალ შენობაში გადასვლას და ხვალ, 24 დეკემბერს წლის შეჯამებას, საერთო კრებას ვეღარ დაესწრები. მე ვერ წავალ, დრო ყველაფრის მკურნალია და ალბათ შემდეგზე ყველა წავალთ… მაგრამ, ერთიანად გაგვანადგურე. ყველას მეტად შეგვაყვარე ერთმანეთი მგონია და დაგვაფიქრე ბევრ რამეზე, მადლობა მეგობარო და მშვიდობით”, – წერს მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში. 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *