ცოტა ხნის წინ ცნობილი ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი გარდაიცვალა. ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი იყო და არა ერთ გახმაურებულ საქმეში დაცვის მხარის ინტერესების დამცველი.
გიორგი ტურაზაშვილი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი კოლეგები ავრცელებენ.
ბატონი გიორგი აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით არჩეული იქნა საგანმანათლებლო საბჭოს წევრად. იყო ტრენერი, ლექტორი და კონსულტანტი სისხლის სამართლის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების, იურიდიული ეთიკის, სამართლებრივი მართლწერისა და ბავშვთა მართლმსაჯულების კომპეტენციით.
Post Views: 12,635