თამაზა “პრაიმ ჰაუსის” ფინალში გავიდა – ნახეთ თამაზას ემიგრანტი დედის ემოციური განცხადება

თამაზა “პრაიმ ჰაუსის” ფინალში გავიდა – ნახეთ თამაზას ემიგრანტი დედის ემოციური განცხადება

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილის, თამაზას ემიგრანტი დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის.

„ჩემო მეგობრებო, ნათესავებო, მეზობლებო, ჩემი შვილის პედაგოგებო, მედპერსონალის თანამშრომლებო თამაზას მეგობრებო, ნიკორელებო, უცხოებო, სრულიად საქართველოს ხალხო, ჩემო საყვარელო ემიგრანტებო, ყველას, ყველას, უდიდესი მადლობა გვერდში დგომისთვის… ასეთი სითბოსთვის სიყვარულისთვის… ძალიან მიყვარხართ და მეიმედებით.

ისეთი ამბავი ხდება ჩემს მესინჯერში, ნუ, არ ვიცი, ფაქტობრივად, ვერ ვასწრებ კითხვას ყველა ესემესის! ჩემო ტკბილებო, ყველა მიყვარხართ, არ მიწყინოთ, გეხვეწებით, ზღვა წერილია შემოსული. გპირდებით, მე და თამაზა ერთად წავიკითხავთ, ყველას არ ვშლი არაა… მალე ჩამოვა ჩემთან და ერთად გადავხედავთ ყველას…

მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვყოფილვარ მე დღეს, რაც არ უნდა მოხდეს. ჩემი შვილი უკვე გამარჯვებულია, რადგან ამდენი ხალხის სიყვარული და სითბო დაიმსახურა, ვამაყობ მისით… კიდევ უდიდესი მადლობა ამერიკის ემიგრანტებს, ნუ, არ ვიცი, რა, ეს რა ხდება, უბედნიერესი ვარ, ჩემო გმირო ემიგრანტებო ყველა ქვეყნისა. ასეთი თანადგომისთვის ჩვენ უდიდესი ძალა ვართ ჩვენი ქვეყნის.

ჩემო გოგოებო, იტალიის ემიგრანტებო, გეფერებით და ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ. მიყვარხართ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს შვილს სითბო და სიყვარული აჩუქეთ და ასე აქტიურად უდგახართ გვერდით… ბოდიშის გიხდით, კიდევ ერთხელ რომ ვერ გპასუხობთ….  უფალი გფარავდეთ ყველას.“ – წერს თამო ყველაშვილი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *