“გაზქურა ჩართული იყო, ახალგზარდა ქალი რამდენიმე წუთით მეზობელთან იყო გასული და კარი ჩაეკეტა” – კადრები რუსთავიდან – როგორ გამოიყვანა ბინაში მარტო დარჩენილი 8 თვის ბავშვი პოლიციელმა

“გაზქურა ჩართული იყო, ახალგზარდა ქალი რამდენიმე წუთით მეზობელთან იყო გასული და კარი ჩაეკეტა” – კადრები რუსთავიდან – როგორ გამოიყვანა ბინაში მარტო დარჩენილი 8 თვის ბავშვი პოლიციელმა

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში მე-5 სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რამდენი წუთით მეზობელთან გავიდა, რა დროსაც სახლის კარი ჩაეკეტა, სადაც 8 თვის ბავშვი მარტო იმყოფებოდა.

ქალმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ სახლში გაზქურა იყო ჩართული, რაც ბავშვისთვის საფრთხის შემცველი იყო.

ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი ხვიჩა კრაველიძე მეზობლის აივნიდან გადაძვრა, ხის ფანჯარა შეხსნა, სახლში შეაღწია, კარი შიგნიდან გახსნა და ბავშვი გამოიყვანა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *