კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა ორი დაშავებული კი, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, ავარიისას ვალერ ტატულაშვილი და შოთა ბოჭორიძე დაიღუპნენ.
შემთხვევა დილით, თელავში, რუსთაველის გამზირზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა.
Post Views: 2,937