„კოსტამ და დედამისმა გადაწყვიტეს, აეყვანათ მიტოვებული ბავშვი… 13 წელია, დაუნის სინდრომის მქონე 4 ბავშვი ჰყავთ სახლში“ – ამბავი, რომელიც არ იცოდით

„კოსტამ და დედამისმა გადაწყვიტეს, აეყვანათ მიტოვებული ბავშვი… 13 წელია, დაუნის სინდრომის მქონე 4 ბავშვი ჰყავთ სახლში“ – ამბავი, რომელიც არ იცოდით

 სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი კოსტა სანიკიძესა და მის ოჯახზე წერს, პირველად საჯაროვდება.

„მინდა ორი სიტყვით მოგიყვეთ კოსტაზე და მის ოჯახზე. რადგან აქამდე კოსტა მოვიდა მისი ადამიანობით და მისი ღირსებით, გულწრფელმა სიყვარულმა შემოგვკრიბა კოსტას ირგვლივ და შევიყვარეთ მისი დადებითიც და უარყოფითი მხარეებით, რადგან ვიაზრებთ, რომ ყველა ადამიანები ვართ და შეცდომებს ჩვენც ვუშვებთ. ამიტომ დღეს ყველა ვართ ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებულები, რომ კოსტამ და ღირსებამ გაიმარჯვოს.

 მინდა მოგიყვეთ კოსტაზე ერთი დადებითი და ყველაზე ადამიანური, რომელზეც თავად არ საუბრობს და არ აპელირებს ამით, მაგრამ ახლა ყველას გვაქვს უფლება, რომ ჩვენი ბიჭი უფრო ახლოდან და კარგად გავიცნოთ.
კოსტა გაიზარდა დედასთან ერთად, მარტო მხოლოდ დედა ზრდიდა. წლების წინ კოსტამ და დედამისმა გადაწყვიტეს, აეყვანათ მიტოვებული ბავშვი, რომელსაც პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობის და გადაწყვიტეს მასზე, როგორც საკუთარ შვილზე და ძმაზე ისე ეზრუნათ.

3 წლისამ კოსტას დედას პირველად დაუძახა დედა და ამის მერე მათ ვერ შეძლეს ვერც კოსტამ და ვერ მისმა დედამ ეს ბავშვი მისი სახლიდან წასულიყო და მის გარეშე გაეგრძელებინათ ცხოვრება. გადაწყვიტეს, ეშვილებინათ და ყველა საბუთი მოაგვარეს იმისთვის, რომ დღეს კოსტას ძმა მათი ოჯახის სრულფასოვანი წევრი ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირდათ, 13 წელია 4 დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვი ჰყავთ სახლში, რომლებსაც საკუთარ შვილებში არ ანსხვავებს, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს, მაგრამ მათ მეორე ოჯახი იპოვეს და დღეს კოსტა და დედამისი მათთვის არაფერს იშურებენ და ზრდიან.

ცხოვრებისეული სირთულით, იქამდეც მივიდა, რომ 23 წლის ასაკში პრობლემებისგან გასაქცევად დაიწყო სმა, დღეს კი ჩვენ ყველამ ერთად, კეთილმა ადამიანებმა მივეცით კოსტას ცხოვრების აწყობის და უკეთესი მომავლის მოტივაცია და მინდა გადახედოთ პროექტის დაწყებიდან დღემდე კოსტას ცვლილებას და მიხვდებით, რომ კოსტამ შეძლო და ამ დამოკიდებულებასთან ბრძოლაში თითქმის გამარჯვებასაც მიაღწია  ეს ყველაფერი ხდება 25 წლის ბიჭის ირგვლივ.

ამდენი პრობლემის ამდენი დარდის მიუხრდავად, დღეს ის მაინც ყველაზე ღირსეული ადამიანია!
რომ იცოდეთ რამდენი ხვეწნა რამდენი მუდარა დაგვჭირდა , დედამისისთვის, რომ ეს ამბავი მოეყოლათ ტელევიზიაში, მოგეხსენებათ დღეს იმარჯვებს ის, ვინც პიარ კამპანიას აწარმოებს, მაგრამ მისგან კატეგორიული უარი მივიღეთ .მე რაც ჩემი თვალით ვნახე ბავშვების და დედის ურთიერთობები ამის მოყოლა და სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია. შვილებივით მყავს ბავშვები და ესენი გამოვიყენო
იმისთვის, რომ პლიუსი დაგვეწეროსო? არც კოსტა საუბრობს ამ საკითხზე. ჩვენ კი ვიცით, რომ კოსტა არის საუკეთესო ადამიანი, მიუხედავად მისი ცხოვრებისა, კი მიუხრდავად გაჭირვებისა, სიღარიბისა, ღირსება არ გაუყიდია მისი ცნობადობისთვის და დღეს თუ კოსტას ვინმე იცნობს არის მისი ადამიანობა და საოცარი ნიჭი

რომ იცოდეთ ამ ბიჭის უკან რამხელა სამყაროა, 1% ის აფიშირება მაინც რომ დაიწყოს, მისი რეიტინგი იქნება უკონკურენტო და უკონკურენტოდ გაიმარჯვებს, მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან სიკეთე მაშინ არის სიკეთე, როცა ამას აკეთებ გულით და არა სხვის დასანახად.

ამ ყველაფრის ფონზე, იმის 1% არ ჩანს კოსტა რაც სინამდვილეშია, ამას გიყვებით იმიტიმ რომ ჩვენ, კოსტას გულშემატკივრებს, მის ოჯახის წევრებს უკვე, გვაქვს უფლება უკეთ ვიცნობდეთ ჩვენს ბიჭს. წარმოუდგინეთ, კოსტას ამხელა არმია ვყავართ მისი ადამიანობიდან გამომდინარე, არ გვქონია არანაირი ფულადი რესურსი, არანაირი პიარ კამპანია, არანაირი სახსრები იმისთვის რომ ამხელა შედეგები დაგვედო და ეს გაკეთდა მხოლოდ ნამდვილი და გულწრფელი ადამიანების სიყვარულით. არც ერთი ხმა არ არის მანიპულაციით, პრივოკაციით, გულწრფელი რეალური და ადამიანური ხმებია.

სიყვარულით გაგზავნილი კოსტასთან  და ახლა როცა ფინალამდე მოვედით არ გვაქვს უფლება დავნებდეთ და არ გვაქვს უფლება შედეგი იმაზე უფრო დიდი არ დავდოთ, ვიდრე თითეულ ჩენთაგანს წარმოგვიდგენია!

კოსტა არის სიკეთის ბიჭი მე ქედს ვიხრი ქალბატონი ირმას წინაშე .მეც დედა ვარ მაგრამ მან რაც გააკეთა მე ამას ვერ შევძლებ.დიდი პატივისცემა და სიყვარული მას ჩემგან“ – წერს ნინა მგალობლიშვილი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *