როგორც წესი, ადამიანები სექსუალური ცხოვრების შესახებ მეგობრებისგან, პირადი გამოცდილებიდან, ტელევიზიიდან, ან ინტერნეტიდან იგებენ. შესაბამისად, ჩამოყალიბდა 5 არასწორი მითი სექსის შესახებ.
- თუ კაცს დიდი ზომის ფეხი აქვს, ესე იგი დიდი პენისი აქვს: წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მოსაზრება მეცნიერებმა ექსპერიმენტით დაამსხვრიეს. მეცნიერები ქალებს ურჩევენ, რომ თუ კაცის ფეხის ყურებას მაინც ვერ გადაეჩვივნენ, ერთი რამ გააცნობიერონ – “ამ გზით კაცის სასქესო ორგანოზე ვერაფერს შეიტყობთ, თქვენ მხოლოდ გეცოდინებათ, რა სტილის ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას”.
- მამაკაცები სექსუალურ პიკს 18 წლის ასაკში აღწევენ, ხოლო ქალები – 28 წლის ასაკში: ეს სიტყვები იმდენჯერ მოგვისმენია, რომ რა გასაკვირია, თუ სიმართლედ გვეჩვენება? რას ნიშნავს სიტყვა “პიკი”? თუ ფიქრობთ, რომ სექსის სიხშირე განმსაზღვრელია, მაშინ ასეთი რეალობაა: მარტოხელა მამაკაცებს 30 წლის ასაკში კვირაში 4 ან მეტჯერ აქვთ ინტიმური კავშირი, ხოლო ქალებს აქტიური სექსუალური ცხოვრება უკვე 20 წლის ასაკში აქვთ. შესაბამისად, თუ ეს სტანდარტია, გამოდის რომ მამაკაცები ინტიმურ კავშირში პიკს ქალებზე გვიან აღწევენ.
- სექსი ადამიანს წონაში დაკლებაში ეხმარება: ამ იმედით სპორტდარბაზის აბონიმენტზე უარს ნუ იტყვით.
- კაცები სექსზე ყოველ 7 წამში ფიქრობენ: სიმართლე კი ისაა, რომ მამაკაცები სექსზე ქალებზე ხშირად ფიქრობენ. როგორც გამოკითხვიდან ვგებულობთ, კაცების ნაწილი ინტიმურ კავშირზე ყოველ დღე, ან დღეში რამდენიმე წუთს ფიქრობს, ხოლო მათი 40% კი ამ საკითხზე ფიქრს მცირე დროს უთმობს.
- სპორტამდე სექსი არ ვარგა: ყველა სპორტსმენს მოუწოდებენ, რომ დიდი მატჩის წინა ღამეს სექსი არ ჰქონდეს, რათა კონცენტრირების უნარი არ დაკარგოს. თუმცა, ფაქტი სულ სხვა რამეზე მეტყველებს: ათლეტს, რომელსაც წინა ღამით ინტიმური კავშირი ჰქონდა, გაცილებით მაღალი ტესტოსტერონის დონე ჰქონდა, ვიდრე მას, ვისაც სექსი არ ჰქონია.
Post Views: 1,125